ზაფხულის თავგადასავლები გუდაურში: საუკეთესო აქტივობები და ღირსშესანიშნაობები
- Sarah Grippay

- Jul 8
- 2 min read
ზაფხულის სეზონი გუდაურში ოფიციალურად გაიხსნა!
ამასთან ერთად, გვსურს შემოგთავაზოთ გუდაურში ზაფხულის თავგადასავლების სია, რათა დაგეგმვისას აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო აქტივობები
პირველ რიგში, მთის წვერიდან გადაშლილი ხედი აუცილებლად სანახავია. გონდოლა გაიხსნება კვირას, 6 ივლისს, და შესაძლებლობას მოგცემთ ახვიდეთ ზღვისდონიდან 2200-დან 2900 მეტრ სიმაღლემდე (გაითვალისწინეთ, რომ იქ შესაძლოა ქარიანი ამინდი დაგხვდეთ).

იმუშავებს ყველა გონდოლას ტიპის საბაგირო : გუდაურა, ფირნი, თრუსო და კობი. 11:00 დან 17:00 საათამდე
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია პირდაპირ გონდოლის სალაროში. ხელმისაწვდომია როგორც ერთჯერადი მგზავრობის ბილეთები, ასევე 10-დღიანი აბონემენტები.
ერთი ბილეთის ღირებულება შეადგენს 10 ლარს ზრდასრულისთვის ხოლო ბავშვისთვის 5 ლარს
გონდოლით კობში წრიული მგზავრობა 30 ლარი დიდებისთვის და 20 ლარი ბავშვებისთვის იქნება.
ლაშქრობა
ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ სრულ პოსტს იმ ბილიკების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ შეისწავლოთ გუდაურში, მაგრამ მანამდე შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში — სიამოვნებით გიპასუხებთ და დაგეხმარებით!
გუდაური თავად ერთ დიდი სალაშქრო მიმართულებად იქცა ზაფხულში — საკმარისია გონდოლით მთაზე ახვიდეთ და გადაშლილი ბუნება შეისწავლოთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ თოვლით იყო დაფარული.
თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ფეხით ახვიდეთ კობის მწვერვალზე, ან გონდოლით ახვიდეთ და ფეხით ჩამოხვიდეთ ქვედა სადგურამდე.

პარაპლანი
ყველაზე დიდი ადრენალინის მოყვარულებისთვის პარაპლანით ფრენა გუდაურში ყველაზე დიდი აქტივობაა — ზამთარში გაფრენა ხდება კუდების მწვერვალიდან, ხოლო ზაფხულში მწვანე მთების ფერდობიდან (პანორამიდან) .გაითვალისწინეთ, რომ პარაპლანით ფრენა დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, ამიტომ დაჯავშნისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ყველა კომპანია უზრუნველყოფს ფიქსირებულ ფასს და გაფრენის ადგილს. ფრენის დრო საშუალოდ 10-დან 20 წუთამდე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ხეობის ულამაზესი პანორამების ნახვას.რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში არ აქვს — და იზიდავს ექტრემალური სპორტი.
ჯიპ და კვადრო ტურები

ჯიპ-ტური კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა, რომ გუდაურის ირგვლივ არსებული ადგილები შეისწავლოთ და ექსკურსიის გზამკვლევისგან მეტი გაიგოთ მათ შესახებ.
ტურების ხანგრძლივობა, როგორც წესი, მერყეობს ნახევარ დღესა და რამოდენიმე საათიან ექსკურსიას შორის.
ჩვენ ახლო ვთანამშრომლობთ ერთ ჯიპ-ტურ კომპანიასთან, რომელიც მდებარეობს შალე პაპა ბასილისგან მხოლოდ 2 წუთის მანძილზე. მათ ყავთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მოსაუბრე მძღოლები, რომლებიც როგორცწესი გუდაურის ან მის მიმდებარედ გაიზარდნენ და კარგად იცნობენ რეგიონს.
ტურის ხანგრძლივობის მიხედვით, შეიძლება დავგეგმოთ გუდაურის, ყაზბეგის ან სხვა რეგიონის ტურები
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საუკეთესო ტურის ორგანიზებაში, რომელიც თქვენს განრიგს საუკეთესოდ შეესაბამება.
თუ გსურთ თავად გამოცადოთ off-road-ი , შეგიძლიათ დაჯავშნოთ კვადროციკლი, რომლითაც მოივლით გუდაურის მთებს და დატკბებით ულამაზესი ხედებით
თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ადგილზევე შეისწავლით კვადროციკლის ტარებას ასევე გამყოლი გიდი გაჩვენებთ გზებს და ბილიკებს და თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს, რეკომენდებულია თბილი ტანსაცმლის ჩაცმა, რადგან მაღლა ასვლისას ტემპერატურა დაბალია.
კვადროციკლის ტურები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მოთხოვნებს.
პანორამა გუდაური
გუდაურთან ახლოს მდებარეობს პანორამული ხედის, სადაც ყველაზე მშვენიერი დრო ვიზიტისთვის მზის ჩასვლისას ან წვიმის შემდეგ არის, რასაც ქვემოთ მოცემული ფოტო კარგად აჩვენებს.
არის ასევე ერთდღიანი ტურები, რომელთა შესახებ დეტალებს მომავალ პოსტებში გაგიზიარებთ, ამიტომ დარჩით ჩვენთან!



Comments